"ზენიტის" ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ჰალკმა ისაუბრა იმაზე, თუ ვის აქვს წინასწარ ადგილი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გარანტირებული. "ერთადერთი თავდამსხმელი, რომლის ადგილიც ეროვნულ ნაკრებში სადავო არ არის - ეს ნეიმარია. სხვები კი იბრძვიან სასტარტოში ადგილის დასამკვიდრებლად. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ თავდამსხმელს მიანიჭებს სკოლარი უპირატესობას, ორს თუ სამს".
↧