"ბარსელონას" ასტურიელმა თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ ამ ზაფხულს დიდი შანსია კატალონიური კლუბი დატოვოს და პრემიერ ლიგას მიაშუროს. დავიდს ჯერ ჯერობით კლუბისგან არანირი ოფიციალური განცხადება არ მიუღია იმის თაობაზე, რომ მან კლუბი უნდა დატოვოს. მაგრამ ფეხბურთელის ჩატარებული სეზონით და უკანასკნელი შეხვედრებით ნათელია, რომ ის ტიტო ვილანოვას გეგმებში სამომავლოდ აღარ შედის, რის გამოც სავარაუდოდ იგი ამ ზაფხულსვე დატოვებს "ბარსელონას".
↧